Accentnews.ge
რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ კადიროვი "სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ კადიროვი "სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

28/06/2022 10:17:38 მსოფლიო

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც არაერთი სახელმწიფო და სპეციალური ჯილდოს მფლობელია, "სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. პროფესიული ჯილდოს მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ მიიღო.

საიტ "კავკაზ.რეალიის" თანახმად, ჩეჩნეთის მეთაურს აქვს მედლები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის განმტკიცებისთვის, ადამიანის უფლებების სფეროში ბრძოლისთვის, პარლამენტარიზმის, სოფლის მეურნეობის, კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გასულ წელს კადიროვმა მიიღო ავიცენას ორდენი ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S