უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
28/06/2022 10:08:55 მსოფლიო
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა.
სავაჭრო ცენტრზე სარეკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემენჩუგის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ორი X-22 ტიპის რაკეტა ისროლეს.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გაერო–ს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.


