Accentnews.ge
თბილისის მერია 2 და 3 ივლისს კონცერტებს გამართავს

თბილისის მერია 2 და 3 ივლისს კონცერტებს გამართავს

28/06/2022 10:14:23 საზოგადოება

თბილისის მერია 2 და 3 ივლისს სამგორის რაიონში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ“, -აღნიშნა კალაძემ.

3 ივლისს თბილისში დაგეგმილია აქცია „შინ ევროპისკენ“, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ამ მოთხოვნების შესასრულებლად ამავე სახელწოდების მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S