Accentnews.ge
საფრანგეთის შეიარაღებული ძალები: "უკრაინას ჯავშანტრანპორტიორებს გაუგზავნიან"

საფრანგეთის შეიარაღებული ძალები: "უკრაინას ჯავშანტრანპორტიორებს გაუგზავნიან"

28/06/2022 08:51:10 მსოფლიო

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორსა და დამხმარე მანქანებს გაუგზავნის.

"მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში სწრაფად გადაადგილებისთვის ჯარებს ჯავშანტექნიკა სჭირდებათ. საფრანგეთი [უკრაინას] მნიშვნელოვანი რაოდენობის VAB სატრანსპორტო მანქანებს გადასცემს, რომლებიც შეიარაღებულია", - განაცხადა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა.

ლეკორნუს არ დაუზუსტებია უკრაინას როდის მიეწოდება დამხმარე მანქანები. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი ასევე განიხილავს უკრიანისთვის ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, Exocet-ის მიწოდების შესაძლებლობას.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S