Accentnews.ge
125 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

125 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

28/06/2022 07:00:26 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 35 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 28 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 35 250 (+250 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები – 1 567 (+15),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 704 (+17),
  • საარტილერიო სისტემები - 778 (+7),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 243,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 102 (+1),
  • თვითმფრინავი - 217,
  • ვერტმფრენები - 185 (+1),
  • გემები / ნავები - 14,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 589 (+14),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -636,
  • სპეციალური აღჭურვილობა - 61 (+1),
  • საკრუიზო რაკეტა – 139.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

27 ივნისს ჟიტომირის მედესანტეებმა ჩამოაგდეს რუსული კა-52 სადაზვერვო ვერტმფრენი.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ.

„24-26 ივნისს რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. ეს იარაღი დიდი ალბათობით მოიცავდა საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც ისროლეს როგორც ბელარუსის, ასევე რუსეთის საჰაერო სივრციდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, სევეროდონეცკში რუსეთმა ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ელემენტები განათავსა, მაგრამ, ქალაქში მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S