Accentnews.ge
კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარეკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე სარეკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

28/06/2022 06:49:17 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრზე სარეკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი ლუნინი ავრცელებს.

რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემენჩუგის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ორი X-22 ტიპის რაკეტა ისროლეს.

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გაერო–ს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S