Accentnews.ge
"შოთა ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და ჩემი გარემოცვის წევრებზე ინფორმაციას აგროვებდა"

"შოთა ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და ჩემი გარემოცვის წევრებზე ინფორმაციას აგროვებდა"

02/10/2019 14:18:15 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი წარსულში საქართველოში #1 ტერორისტად წოდებული შოთა ჭიჭიაშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და მისი გარემოცვის წევრებზე ინფორმაციას აგროვებდა.

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და უკრაინელ სამართალდამცავებს მადლობას უხდის.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S