Accentnews.ge
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

27/06/2022 18:09:30 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S