Accentnews.ge
30-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი ევროინტეგრაციის საკითხზე ღია წერილს აქვეყნებს: "ვერ გავემიჯნებით მიმდინარე პროცესებს"

30-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი ევროინტეგრაციის საკითხზე ღია წერილს აქვეყნებს: "ვერ გავემიჯნებით მიმდინარე პროცესებს"

27/06/2022 17:09:24 საზოგადოება

საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ღია წერილს აქვეყნებს. ისინი აცხადებენ, რომ იზიარებენ საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, საქართველო გახდეს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. როგორც ღია წერილში არის აღნიშნული, ეს დადასტურებულია პლებისციტის შედეგებით და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით.

„ქართველი პატრიოტების მიერ საუკუნეების წინ დაწყებული ბრძოლა დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრირების მიზნით გრძელდება და დღეს, როგორც არასდროს, ისე რეალურია სასურველი მიზნის მიღწევა. ვგრძნობთ რა უდიდეს პასუხისმგებლობას, როგორც მოქალაქეები და იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მომავალ თაობებს ქვეყანაში დარჩენის, სამშობლოზე ზრუნვის საქმეში წვლილის შეტანის, წარმატებული, განათლებული, მრავალფეროვანი საქართველოსთვის ყოველდღიური შრომისკენ მოვუწოდებთ, მიგვაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გვქონდეს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ბავშვს, ახალგაზრდას, ზრდასრულს თუ ხანდაზმულს, ნებისმიერ მოქალაქეს, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების, საკუთარი შეხედულებისა თუ იდენტობის მიუხედავად, თანაბრად მიუწვდება ხელი სახელმწიფოს სიკეთეებზე. ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც თითოეული ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული, კანონი - სამართლიანი, სამართალი კი - მოქმედი და ყველასთვის აღქმადი. ჩვენ ვერ გავემიჯნებით მიმდინარე პროცესებს, ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ევროპული განვითარების ნათელი პერსპექტივის დაკარგვას სიძულვილის, დაპირისპირების, პოლარიზაციისა და ოლიგარქიზაციის გამო - პროცესების, რომლებიც საქართველოს დასუსტებას იწვევს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ისტორიული მტრის - ოკუპანტი რუსეთის ინტერესებშია", - ნათქვამია ღია წერილში.

პროფესორ-მასწავლებლები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ადამიანური და ინტელექტუალური რესურსით ჩაერთონ ერთიან სამოქალაქო პლატფორმაში.

ხელმომწერთა სია:

  • თამარ ალექსიძე - ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
  • გოჩა ბარნოვი - პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საბაუნი);
  • თეიმურაზ ბუაძე - პროფესორი, თეოლოგიის დოქტორი, საბაუნი;
  • ნანა ბურდული - პროფესორი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი. EAGT გეშტალტთერაპევტი;
  • მარინა გარიშვილი - ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ;
  • დიმიტრი გეგენავა - პროფესორი, სამართლის დოქტორი, საბაუნი;
  • მარიამ გერსამია - პროფესორი, მედიაფსიქოლოგი, თსუ;
  • დავით გეფერიძე - პროფესორი, სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • გიორგი გორაძე - პროფესორი, სამართლის დოქტორი, საბაუნი
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ავთანდილ დემეტრაშვილი - ემერიტუს პროფესორი, სამართლის დოქტორი, თსუ; პროფესორი, საბაუნი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე (1996-2001წ.);
  • სოფიიო დემეტრაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ);
  • ქეთევან ერემაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2006-2016წ.);
  • ვაჟა ვარდიძე - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • ხატია ვასაძე - ლექტორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სტუ;
  • არინა თავაქარაშვილი - სამართალმცოდნე, ასისტენტ-პროფესორი, საბაუნი;
  • ნათია კალანდარიშვილი-მიულერი - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ; სამართლის დოქტორი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ალტე უნივერსიტეტი;
  • მარიამ კევლიშვილი - ასისტენტ-პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ;
  • ეკატერინე კევლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • ბაკურ კვაშილავა - პროფესორი, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა);
  • მაია კოპალეიშვილი - პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2009 -2019წ.);
  • ბესიკ ლოლაძე - სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (2006-2010წ.);
  • გურამ ლურსმანაშვილი - ლექტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნინო მესხიშვილი - ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ნანა მჭედლიძე - ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლა, ალტე უნივერსიტეტი; ლექტორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ;
  • მაკა ნუცუბიძე - ასისტენტ-პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ;
  • დავით პატარაია - პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, თსუ;
  • მალხაზ სონღულაშვილი - პროფესორი, შედარებითი თეოლოგიის მიმართულება, ილიაუნი;
  • მაია ტორაძე - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციის მიმართულება, თსუ;
  • თამარ ქობულაძე - ასისტენტ- პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, საბაუნი;
  • კონსტანტინე ჩოკორაია - ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ელენე ჯაფარიძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი.

ახალმა სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ" 24 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საზოგადოებას ორი მოთხოვნა გააცნო: პირველი არის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, მეორე კი - ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. ამ მოთხოვნების შესასრულებლად სახალხო მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S