Accentnews.ge
კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრში დაღუპულთა რაოდენობა 10–მდე, დაშავებულთა რიცხვი 40–მდე გაიზარდა

კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრში დაღუპულთა რაოდენობა 10–მდე, დაშავებულთა რიცხვი 40–მდე გაიზარდა

27/06/2022 16:59:14 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრში დაღუპულთა რაოდენობა 10–მდე, დაშავებულთა რიცხვი 40–მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი დმიტრო ლუნინი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სავაჭრო ცენტრში სარაკეტო დარტყმის დროს 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე მედიკოსები და მეხანძრე–მაშველები მუშაობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S