უკრაინაში, ცეცხლმოდებული სავაჭრო ცენტრის შენობაში შოკირებული მოქალაქეები ახლობლებს ეძებენ: "დედა, სად ხარ?" (ვიდეო)
27/06/2022 16:25:12 მსოფლიო
დაბომბვის შემდეგ უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრში შოკირებული მოქალაქეები ახლობლებს ეძებენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მამაკაცი ცეცხლმოდებულ შენობაში დედას ეძებს. "დედა, სად ხარ?", – ისმის ვიდეოში შოკირებული მამაკაცის ხმა.
ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მომხდარს, სულ მცირე, 2 ადამიანი ემხვერპლა, დაშავებულია 20 პირი.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სავაჭრო ცენტრში სარაკეტო დარტყმის დროს 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე მედიკოსები და მეხანძრე–მაშველები მუშაობენ.


