ზელენსკი: "კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრში სარაკეტო დარტყმის დროს 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა" (ვიდეო)
27/06/2022 15:02:01 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, – იუწყება BBC.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სავაჭრო ცენტრში სარაკეტო დარტყმის დროს 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
სხვადასხვა გამოცემების ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, მომხდარს, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა და 20 პირი დაშავდა.
ადგილზე მედიკოსები და მეხანძრე–მაშველები მუშაობენ.


