Accentnews.ge
წლის დასაწყისიდან რუსეთში მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა

წლის დასაწყისიდან რუსეთში მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა

27/06/2022 14:50:04 მსოფლიო

წლის დასაწყისიდან რუსეთში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში დაახლოებით 1,03 მლნ ჰექტარი ტყე დაიწვა. მთელი რიგი აქტიური კერები კიდევ რჩება, - იუწყება "ავიალესოხრანი".

ხანძრების ფართობით ამურის მხარე ლიდერობს, სადაც დამწვარია 176 ათას ჰექტარზე დიდი ტერიტორია. მას მოსდევს სახას რესპუბლიკა 173 ათასი ჰექტარით, რომელთაგან 15,5 ათასზე ხანძრის ქრობაზე რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ "არამიზანშეწონილობის" მოტივით უარი განაცხადა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს კრასნოიარსკის, მაგადანის, ხაბაროვსკის მხარეების, ასევე ჩუკოტკის ადმინისტრაციებმა.

ჯამში დაახლოებით იგივე ფართობის ტყე დაიწვა რუსეთში 2021 წლის 27 ივნისს დაწყებული ხანძრების შედეგად. რიგ რეგიონებში მაშინ ხანძრებს მსხვერპლიც მოჰყვა, განადგურდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. წელს კი სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა რამდენიმე დაზარალებული ოლქის ჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S