Accentnews.ge
"დიდი შვიდეულის" ლიდერები: "ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება"

"დიდი შვიდეულის" ლიდერები: "ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება"

27/06/2022 13:42:54 მსოფლიო

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - აცხადებენ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S