Accentnews.ge
The Times: უკრაინელმა სპეცრაზმელებმა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციების ჩატარება აღიარეს

The Times: უკრაინელმა სპეცრაზმელებმა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციების ჩატარება აღიარეს

27/06/2022 13:16:46 მსოფლიო

უკრაინელმა სპეცრაზმელებმა "The Times"-თან ინტერვიუში რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციების ჩატარება პირველად აღიარეს.

როგორც ირკვევა, მათი რეიდები მიზნად ისახავდა იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო უკრაინაში ომის წარმოებისთვის. საუბარია, კერძოდ, საბრძოლო მასალის საწყობებისა და ნავთობბაზების აფთქებაზე.

გამოცემას ელიტურ ქვედანაყოფ "შამანის" ორი წევრი ესაუბრა კოდური სახელებით "22" და "კრასავჩიკი". ორივე 25 წლისაა.

მათი ინფორმაციით, სპეცრაზმელები რუსეთის ტერიტორიაზე ღამის საათებში ვერტმფრენებით გადაჰყავდათ.

"რუსებს უჭირთ იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და იმის დაჯერებაც, რომ ჩვენ იქ მართლაც ვიყავით" - აღნიშნა "კრასავჩიკმა".

ცნობისთვის: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში იარაღის საწყობები, ნავთობტერმინალები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები რეგულარულად ფეთქდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S