ლარი გამყარებას განაგრძობს
27/06/2022 13:13:12 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9349 ლარი ეღირება, ევრო – 3.1066 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6049 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9360 ლარი ღირდა, ევრო – 3.0954 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.6122 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


