Accentnews.ge
"მადრიდის სამიტზე უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე შევთანხმდებით"

"მადრიდის სამიტზე უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე შევთანხმდებით"

27/06/2022 12:21:54 მსოფლიო

ნატო–ს მოკავშორეები მადრიდში დაგეგმილ სამიტზე უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"დახმარების პაკეტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა, მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციები და ანტი-დრონის სისტემები. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის სამხედრო ტექნიკიდან ნატო–ს თანამედროვე აღჭურვილობაზე გადასვლაში. ასევე დავეხმარებით კიევსკიდევ უფრო გააძლიეროს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტები", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S