ალიანსის რამდენი წევრი ქვეყანა იცავს, NATO-ს 2%-იან სტანდარტს
27/06/2022 12:16:19 მსოფლიო
ამ დროისთვის ნატო–ს 30 წევრი ქვეყნიდან ალიანსის 2%-იან სტანდარტს მხოლოდ 9 ქვეყანა იცავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ამჟამად მხოლოდ ცხრა მოკავშირემ მიაღწია ან გადააჭარბა 2%-იან მიზანს. ცხრამეტ მოკავშირეს აქვს მკაფიო გეგმები, რომ აღნიშნულ მაჩვენებელს 2024 წლისთვის მიაღწიოს და დამატებით ხუთს აქვს კონკრეტული ვალდებულებები შემდგომში მის შესასრულებლად. მადრიდის სამიტზე ჩვენ შევთანხმდებით ნატო–ში მეტი ინვესტიციის განხორციელების თაობაზე ჩვენი უსაფრთხოების საკეთილდღეოდ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტი უნდა დახარჯონ შეიარაღებაზე.


