ნატო მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 40 000–დან 300 000–მდე ზრდის
27/06/2022 12:02:39 მსოფლიო
ნატო მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 40 000–დან 300 000–მდე ზრდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"მადრიდის სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი შეკავების პოლიტიკა და თავდაცვა. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს საბრძოლო ბატალიონებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, მოვახდენთ ნატო–ს რეაგირების ძალების ადაპტირებას და გავზრდით მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000–მდე. გარდა ამისა, გავაძლიერებთ კრიზისსა და კონფლიქტში მოქმედების უნარს, მათ შორის აღჭურვილობის წინასწარ განლაგებით, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, მეთაურობისა და კონტროლის გაძლიერებით და თავდაცვის გეგმების განახლებით, რომელშიც კონკრეტული მოკავშირეების დასაცავად ძალების რაოდენობა წინასწარ იქნება განსაზღვრული", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: ამჟამად ნატო მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობა 40 000–ია.


