ღამის კლუბში 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 22 ცხედარი აღმოჩინეს
27/06/2022 11:33:47 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ-ლონდონში, ღამის კლუბში 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 22 ცხედარი აღმოჩინეს. მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.
როგორც ადგილობრივი გამოცემა "Daily Dispatch" იუწყება, ცხედრები, რომელთაც ძალადობის არავითარი კვალი არ აღენიშნებათ, ღამის კლუბის მაგიდებსა და სკამებზე იპოვეს.
ცნობილია, რომ მოზარდები სასკოლო გამოცდების დასრულებას აღნიშნავდნენ.
ამჟამად ტარდება ექსპერტიზა. გამოძიება ცდილობს ასევე იმის დადგენას, ვინ და რატომ მიჰყიდა არასრულწლოვანებს სპირტიანი სასმელები, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, მხოლოდ 18 წლიდანაა ნებადართული.


