უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, პუტინი უცხოეთში გაემგზავრება
27/06/2022 10:52:45 მსოფლიო
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცხოეთში გაემგზავრება, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, მიმდინარე კვირაში პუტინი ესტუმრება ტაჯიკეთსა და თურქმენეთს. დუშანბეში პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი აშხაბადში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კასპიის ზღვის სამიტში, რომელშიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანისა და თურქმენეთის ლიდერები. გამართავს თუ არა პუტინი სამიტის პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს, ცნობილი არ არის. კრემლის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა.
უკრაინაში შეჭრის გამო რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა და კანადამ, ვლადიმირ პუტინს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.


