Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – რუსეთი დონბასში რეზერვისტებს გზავნის

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთი დონბასში რეზერვისტებს გზავნის

27/06/2022 10:48:30 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი დონბასში რეზერვისტებს გზავნის.

უწყების ცნობით, საუბარია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის „ბარსი“ მონაწილეებზე:

"ესენი არიან თადარიგის სამხედროები, რომლებმაც ახლახან დაასრულეს სამხედრო სამსახური და რომლებსაც სამობილიზაციო რეზერვში სამსახურის კონტრაქტს სთავაზობენ. „ბარსის“ მონაწილეებს, როგორც წესი, ზურგში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებენ".

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, დონბასში ჯარების შესავსებად რუსეთი იყენებს საკადრო სამობილიზაციო რესურსს, რომელშიც შედის რუსეთის არმიაში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ნამსახურები ყველა სამხედრო.

"მიუხედავად უკრაინაში გასაგზავნი პირადი შემადგენლობის ნაკლებობისა, რუსეთის ხელისუფლება კვლავაც არ ჩქარობს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას", აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S