Accentnews.ge
"თბილისი პრაიდის" პასუხი შსს-ს: "უმნიშვნელოვანესია, ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს"

"თბილისი პრაიდის" პასუხი შსს-ს: "უმნიშვნელოვანესია, ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს"

27/06/2022 10:02:44 საზოგადოება

"თბილისი პრაიდი" შსს-ს პასუხობს და აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია, უწყების დღევანდელი განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს.

"უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები", – აცხადებს "თბილისი პრაიდი".

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პრაიდის კვირეულთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.

"პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია, ფილმის ჩვენება და ფესტივალი. სამივე ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S