Accentnews.ge
მარიუპოლის მერის მრჩევლი: "ქალაქში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი ვიპოვეთ"

მარიუპოლის მერის მრჩევლი: "ქალაქში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი ვიპოვეთ"

27/06/2022 09:18:34 მსოფლიო

მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, ქალაქში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაინგრა. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან საპორტო ქალაქი მარიუპოლი მთელი კვირის განმავლობაში იბომბებოდა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S