Accentnews.ge
„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები გამოკითხვაზე დაიბარეს

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები გამოკითხვაზე დაიბარეს

27/06/2022 09:12:16 საზოგადოება

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

მიზეზი სავარაუდოდ, მათი მხრიდან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიმართ მუქარისშემცველი "პოსტებია". მიუხედავად იმისა, რომ წელს "ღირსების მარში" არ გაიმართება, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას არც დახურულ სივრცეში დაუშვებენ.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.

"პრაიდიდს კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია, ფილმის ჩვენება და ფესტივალი. სამივე ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S