Accentnews.ge
"შსს ვალდებულია, დაიცვას მედია და "თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოება

"შსს ვალდებულია, დაიცვას მედია და "თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოება

27/06/2022 07:58:00 საზოგადოება

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" აცხადებს, რომ "შსს ვალდებულია, დაიცვას მედია და "თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოება.

ორგანიზაციის განცხადებით, "ღონისძიებას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებას საჯაროდ მოუწოდებენ ძალადობისკენ".

„უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა:

  • უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება. წელს კვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S