
124 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
27/06/2022 07:29:55 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 35 000 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 27 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 35 000 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები – 1 552 (+20),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 687 (+28),
- საარტილერიო სისტემები - 771 (+7),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 243,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 101 (+2),
- თვითმფრინავი - 217,
- ვერტმფრენები - 184,
- გემები / ნავები - 14,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 575 (+11),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -636 (+6),
- სპეციალური აღჭურვილობა - 60,
- საკრუიზო რაკეტა – 139.
ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ უახლოეს კვირებში რუსული არმია უფრო მეტად დამოკიდებული გახდება სარეზერვო ძალებზე, თუმცა, რეზერვისტების მუდმივი დეფიციტის მიუხედავად, მოსკოვი მაინც ერიდება გენერალური მობილიზაციის იდეის მიღებას.
ბრიტანული დაზვერვის 27 ივნისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მთავარ ოპერაციულ ფოკუსად რჩება სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის „ჯიბე“, თუმცა ინტენსიური დაბომბვის ერთი კვირა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს, აიღოს ინიციატივა იზიუმის ჩრდილოეთ ღერძზე. ამავდროულად, უკრაინული ჯარები ამ სექტორში ხაზს ინარჩუნებენ და კარგად იყენებენ ტყის ტერიტორიას თავდაცვის მხარდასაჭერად.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსული რეზერვები შედგება რამდენიმე ცალკეული კომპონენტისგან, რომელთა გამოყენებაც რუსეთმა სავარაუსოდ, დაიწყო.
დაცვერვის განმარტებით, რუსული არმიის საბრძოლო რეზერვი შედგება მოხალისე რეზერვისტებისგან, რომლებიც მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე და განლაგებულია როგორც მთლიანი ქვედანაყოფები, რომლებიც, როგორც წესი, დავალებებს ასრულებენ „ზურგში“.
ადამიანური მობილიზაციის რესურსი ეს არის ვეტერანების მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლებიც მსახურობდნენ რეგულარულ ჯარში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
„რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ გამოიყენებს მოხალისეთა ამ კატეგორიას რეგულარული ბრიგადების მესამე ბატალიონების შესავსებად“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
მათივე ცნობით, „მიუხედავად უკრაინაში რეზერვისტების მუდმივი დეფიციტისა, რუსეთის ხელმძღვანელობას სავარაუდოდ, კვლავაც არ სურს საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების გაცემა“.