
ოკუპანტების მიერ თავმოყრილ ძალასა და ტექნიკას ხერსონის ოლქის სამ რაიონში შევუტიეთ – უკრაინის ოპერატიული სარდლობა
27/06/2022 07:08:50 ევროპა
უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების მიერ თავმოყრილ ძალასა და ტექნიკას ხერსონის ოლქის სამ რაიონში შეუტია,– იუწყება უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“.
„ბრძოლა ძირითადად საარტილერიო დუელებისა და საჰაერო თავდასხმების სახით მიმდინარეობს. პოტემკინოვოს რაიონში დაკარგული ტერიტორიების აღდგენის უშედეგო მცდელობების გამო, მტერმა სასოწარკვეთილი იერიში მიიტანა ჩვენს პოზიციებზე Mi-28 შვეულმფრენით. დანაკარგები არ ყოფილა.
მტერმა ხერსონის რაიონში ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციების დაზვერვა გააძლიერა. ჩვენმა ჯარისკაცებმა სამი „ორლან-10“ გაანადგირეს.
ზელენოდოლსკში მტერმა 20 ჭურვი ისროლა. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა, საბავშვო სპორტული სკოლის შენობები, ფოსტა და კულტურის ცენტრი.
უკრაინის მოიერიშეებმა და ვერტმფრენებმა 3 საჰაერო დარტყმა განახორციელეს ხერსონის რეგიონის სამ რაიონში მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკას. ჯამში მტრის დადასტურებულმა დანაკარგებმა შეადგინა 39 სამხედრო, 1 T-72 ტანკი, 4 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა და 3 მანქანა. ასევე, განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი ნიკოლაევის რაიონში, 1 ხერსონის რაიონში“,– ნათქვამია ანგარიშში.