
რუსეთში გადასახადების 20მლნ გადამხდელის პირადი მონაცემები ღია წვდომაში აღმოჩნდა
02/10/2019 11:36:39 სხვა, მსოფლიო
რუსეთის 20 მლნ მოქალაქის პირადი მონაცემები ინტერნეტში აღმოჩნდა და 1 წლის განმავლობაში ღია წვდომაში იყო, – იუწყება ბრიტანული კვლევითი კომპანია Comparitech.
მისივე ინფორმაციით, საუბარია კერძოდ ისეთ მონაცემებზე, როგორიცაა გადასახადების გადამხდელის სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონი, საპასპორტო მონაცემები, საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი და გადახდილი გადასახადების ოდენობა.
ამასთან ღია წვდომაში მოხვდა დამსაქმებელთა მონაცემებიც. როგორც ირკვევა მონაცემების გაჟონვის ფაქტი დამოუკიდებელმა მკვლევარმა ბობ დიაჩენკომ აღმოაჩინა და მონაცემთა ბაზის მფლობელს დაუკავშირდა რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრებს. ამ უკანასკნელმა კი მონაცემებთან წვდომა მხოლოდ 20 სექტემბერს დახურა.
Comparitec–ის ცნობით, ხსენებული მონაცემები Amazon Web Services დაუცველ კლასტერში 2018 წლის მაისიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ თაღლითს შეეძლო მათით ესარგებლა.