
პრეზიდენტი: "პატრიარქმა საქართველო ევროპაში შეიყვანა"
27/06/2022 06:47:00 საზოგადოება
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა"., – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ მგალობელთა გუნდის მიერ "სიქსტეს კაპელაში" გამართულ კონცერტს.
26 ივნისს ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ. ეს იყო „სიქსტეს კაპელაში“ საქართველოს წარმომადგენლების პირველი კონცერტი, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის გასულ წელს წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.
სამების ტაძრის გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.