Accentnews.ge
კადიროვი ახალ ბატალიონებს ქმნის, რომლებიც "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ"

კადიროვი ახალ ბატალიონებს ქმნის, რომლებიც "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ"

27/06/2022 06:41:48 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ახალ ბატალიონებს ქმნის, რომლებიც, მისი თქმით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ“.

კადიროვმა 26 ივნისს, გროზნოში განაცხადა, რომ „ძალიან მალე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდება ოთხი სამხედრო ბატალიონი: ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი“, რომლებშიც მხოლოდ ჩეჩნები იქნებიან.

როგორც რუსული სააგენტო "ტასსი" წერს, კადიროვმა ახალი ბატალიონების შექმნის სურვილი ახსნა „რეგიონის ახალგაზრდებში უკიდურესად პატრიოტული განწყობით“.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჩეჩენეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნეს 8 ათასზე მეტი სამხედრო პირი, პოლიციელი და მოხალისე. ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, მოხალისეები უკრაინაში იძულებით მიჰყავთ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჩეჩენთა ბატალიონებს უკრაინაში დიდი დანაკარგი აქვთ, თუმცა კადიროვის ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვს არ ასახელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S