Accentnews.ge
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

27/06/2022 06:02:54 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ–მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებენ. სანქციებს შორისაა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა, ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა და სხვა მომსახურებები.

გარდა ამისა, გაიყინება რუსეთის ფედერაციის კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივები და აიკრძალება საქონლის მიყიდვა თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 90 ორგანიზაციისთვის.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიულ გზაჯვარედინზეა და იტესტება შეუძლია თუ არა მას საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S