Accentnews.ge
„დიდი შვიდეული“ 2027 წლისთვის განვითარებადი ქვეყნებისთვის 600 მლრდ ევროს გამოყოფს

„დიდი შვიდეული“ 2027 წლისთვის განვითარებადი ქვეყნებისთვის 600 მლრდ ევროს გამოყოფს

27/06/2022 05:41:44 მსოფლიო

„დიდი შვიდეული“ (G7) 2027 წლისთვის განვითარებადი ქვეყნებისთვის 600 მლრდ ევროს გამოყოფს. ეს არის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მრავალ ტრილიონ დოლარიანი პროექტისთვის სახელწოდებით „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წინააღმდეგობის გაწევას.

ამ თანხიდან 200 მილიარდი დოლარი აშშ-ზე მოდის, რომელიც სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფს თანხას.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და G7-ის სხვა ლიდერები იწყებენ ოფიციალურ პარტნიორობას, რომელიც გამოასწორებს განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს, გააძლიერებს გლობალურ ეკონომიკასა და მიწოდების ქსელებს, ასევე ხელს შეუწყობს ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. დაფინანსება მიმართული იქნება კლიმატისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, ციფრული კომუნიკაციების, ჯანდაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

ამასთან, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ. როგორც Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი, G7-ის დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ მისი ლიდერები სამხედრო, ჰუმანიტარული, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ უკრაინას საჭიროებისამებრ.

G7-ში შედის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S