Accentnews.ge
მედია – რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

მედია – რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

27/06/2022 05:19:04 მსოფლიო

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა, – იუწყება Bloomberg.

რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ვალი უნდა გადაეხადა, რაც ვერ შეძლო. გამოცემის ცნობით, რუსეთს აქვს ფული გადასახდელად და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციებმა შეუძლებელი გახადა საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღება.

2022 წლის აპრილში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აღარ გააგრძელა დროებითი ლიცენზია, რომლის საფუძველზეც, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მიუხედავად, უცხოელი კრედიტორებისთვის დაშვებული იყო გამონაკლისი და რუსეთს მათთვის თანხის გადახდა შეეძლო. ლიზენციის მოქმედების ვადა 25 მაისს ამოიწურა. 27 მაისიდან დაიწყო დეფოლტამდე 30 დღიანი პერიოდის ათვლა, რომელიც 26 ივნისს ამოიწურა.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთის შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვა ბრიტანულმა Citibank-მა, რის შემდეგაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ეს ფუნქცია გადასცა ეროვნულ დეპოზიტარს და განაცხადა, რომ მის ანგარიშზე თანხები გადარიცხა და ვალდებულება შეასრულა. თუმცა დეპოზიტარი ევროკავშირის სანქციების მეექვსზე პაკეტში აღმოჩნდა. მოსკოვმა ბრიუსელი დაადანაშაულა ხელოვნური დეფოლტის პროვოცირებაში.

თავად რუსეთი დეფოლტს ოფიციალურად არ გამოაცხადებს. როგორც წესი, ამას აკეთებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს. Bloomberg-ს ცნობით, დეფოლტის შესახებ შეუძლიათ განაცხადონ ობლიგაციების მფლობელებმა, რომლებიც ჯერჯერობით იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად აქვთ საკუთარი ფულის თუნდაც ნაწილობრივ დაბრუნების შანსი. კრედიტორებს დეფოლტის გამოსაცხადებლად სჭირდებათ ობლიგაციების მფლობელთა მეოთხედის თანხმობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S