Accentnews.ge
"კიევში, საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობას უკრაინის მხარდასაჭერდ"

"კიევში, საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობას უკრაინის მხარდასაჭერდ"

26/06/2022 14:44:30 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"იმ ომის სისასტიკე, რომელსაც პუტინი აწარმოებს, ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, როდესაც კიევში, საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმები განხორციელდა. მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობას უკრაინის მხარდასაჭერად – სწორია, როცა ჩვენ ერთად ვდგავართ და მხარს ვუჭერთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი ქვეყანა, დემოკრატია, და თავისუფლება", – განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, „გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ, როდესაც საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების საკითხებს“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დღეს რუსულმა ძალებმა კიევის მიმართულებით Х-101–ის ტიპის 4-6 რაკეტა გაუშვეს. მათგან ორის განეიტალება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა შეძლო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, Х-101 რუსეთის შეიარაღებაში არსებული ყველაზე მაღალი სიზუსტისა და ყველაზე ძვირი რაკეტაა.

ერთ–ერთი რაკეტა კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაინგრა კორპუსის ზედა სამი სართული და გაჩნდა ხანძარი. ვრცელდება ცნობები ერთი რიგითი მოქალაქის დაღუპვის თაობაზე. ასევე, საერთაშორისო მედია ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შესახებ იუწყება.

ადგილზე მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

შუადღისას მედიაში გავრცელდა ინფორამცია, რომ კიდევ ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ თავდასხმის მიზანი "დიდი შვიდეულის" სამიტის წინ უკრაინის დაშინებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S