Accentnews.ge
ლიეტუვის პრეზიდენტი: "კალინინგრადის მიმართ შეზღუდვები აუცილებლად განხორციელდება"

ლიეტუვის პრეზიდენტი: "კალინინგრადის მიმართ შეზღუდვები აუცილებლად განხორციელდება"

26/06/2022 13:14:06 მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ქვეყანის ვალდებულებაა, დაემორჩილოს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და დაემორჩილება კიდეც.

"კალინინგრადის მიმართ შეზღუდვები აუცილებლად განხორციელდება. სრულიად ცხადია, ლიეტუვამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის სანქციები“, – განაცხადა ნაუსედამ.

ამასთან, იგი გამოვიდა მოწოდებით, „სასწრაფოდ გაიმართოს კონსულტაციები ევროპის კომისიასთან ლიეტუვის საერთაშორისო ვალდებულებების და ინტერესების დაცვის მიზნით".

კალინინგრადის ოლქი, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია, თუმცა რუსეთის სხვა ტერიტორიებს არ ესაზღვრება, სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვებისთვის იზოლირებული აღმოჩნდა. კერძოდ, ლიეტუვის გადაწყვეტილებით, 18 ივნისიდან ლიეტუვა აღარ ატარებს თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილი საქონლით დატვირთულ ეშელონებს. ლიეტუვის განცხადებით, არ აპირებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესრულებაზე უარის თქმას, რუსეთს კი ამ შემთხვევაში კალინინგრადის მოსამარაგებლად ბალტიის ზღვა რჩება. კრემლში აცხადებენ, რომ ლიეტუვის მოქმედებას „შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S