Accentnews.ge
რუსეთი ბელარუსს რაკეტების გადაცემას ჰპირდება, რომლებსაც ბირთვული დარტყმებიც შეეძლებათ

რუსეთი ბელარუსს რაკეტების გადაცემას ჰპირდება, რომლებსაც ბირთვული დარტყმებიც შეეძლებათ

26/06/2022 08:03:56 მსოფლიო

უახლოეს თვეებში რუსეთი ბელარუსს სარაკეტო კომპლექსს, ისკანდერ M-ს გადასცემს.

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას სანქტ-პეტერბურგში განაცხადა.

"როგორც შევთანხმდით, თქვენ დააყენეთ ეს საკითხი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: უახლოეს თვეებში ბელორუსს გადავცემთ ისკანდერ M-ის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც, როგორც მოგეხსენებათ, შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ბალისტიკური, ასევე ფრთოსანი რაკეტები ჩვეულებრივი და ბირთვული ქობინებით", - განაცხადა პუტინმა.

სისტემას 500 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

სანქტ პეტერბუგრში პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ბელარუსს დაეხმარება ბელარუსული სუ-25-ების მოდერნიზებაში, რათა მათაც შეეძლოთ ბირთვული იარაღის გადატანა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რაც აღქმულ იქნა, როგორც გაფრთხილებად დასავლეთის მიმართ, რომ მათ უარი თქვან უკრაინის დახმარებაზე.

ბირთვული იარაღთან დაკავშირებით მიმდინარე წლის პირველ ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუმცა, როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, კრემლის რიტორიკა სახიფათოა და აფრთხილებს მოსკოვს, რომ ბირთვული დარტყმა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს.

”ვიცი, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი შეშფოთებულია ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო. ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში. მაგრამ რუსეთის რიტორიკა თავისთავად საშიში და უკიდურესად უპასუხისმგებლოა“,– ამბობს ბაიდენი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტში ნებისმიერი ზომის ბირთვული იარაღის გამოყენება „აბსოლუტურად მიუღებელი იქნება შეერთებული შტატებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის“ და „სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S