Accentnews.ge
მედია – დღეს დილით კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

მედია – დღეს დილით კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

26/06/2022 05:34:46 მსოფლიო

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში აფეთქებების შესახებ იუწყება.

მისი თქმით, დღეს დილით კიევის შევჩენკოვსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

„ადგილზე მედიკოსები და მაშველები მუშაობენ. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კლიჩკომ.

AFP-ს ცნობით, აფეთქებები ადგილობრივი დროით დილის 6:30 საათზე მოხდა, ნახევარი საათის შემდეგ, რაც დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა გაისმა.

როგორც The Guardian იუწყება, ქალაქზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.

კიევზე რუსეთმა თავდასხმა ბოლოს დაახლოებით, 3 კვირის წინ განახორციელა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S