Accentnews.ge
ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა

26/06/2022 05:21:16 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის კანონს ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რადიკალურია.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად სკოლის 19 მოსწავლე და 2 მასწავლებელი ემსხვერპლა.

"დროს აქვს დიდი მნიშვნელობა. ადამიანების სიცოცხლე იქნება გადარჩენილი. მსხვერპლთა ოჯახებთან შეხვედრისას, მათი მთავარი გზავნილი იყო "რამე გააკეთეთ". დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ. დღეს ჩვენ ვამბობთ: კმარა", -განაცხადა ბაიდენმა.

კანონის თანახმად, იარაღის ყველაზე ახალგაზრდა მყიდველთა ბიოგრაფიული ბაზის [მონაცემების] შემოწმება გამკაცრდება, ასევე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულებს აუკრძალავს წვდომას იარაღზე და დაეხმარება შტატებს აამოქმედონ კანონი "წითელი დროშების შესახებ", რომელიც ხელს შეუწყობს სამართალდამცველებს ჩამოართვან იარაღი იმ ადამიანებს, რომლებიც სახიფათოდ არიან მიჩნეული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S