Accentnews.ge
მედია – G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტს სრულად აკრძალავენ

მედია – G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტს სრულად აკრძალავენ

26/06/2022 05:14:03 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და "დიდი შვიდეულის" ( G7) ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება, – იუწყებიან Reuters და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების გამკაცრების მიზნით მიიღეს.

Bloomberg-ს წყაროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნები გერმანიაში 26 ივნისისთვის დაგეგმილ სამიტზე განაცხადებენ.

Reuters-ის წყარო ამბობს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო 28 ივნისს გამოაქვეყნებს დადგენილებას ქვეყანაში რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვაზე. წყაროს თქმით, ეს იქნება რუსეთის იზოლაცია ოქროს ბირჟისგან, რაც ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის და შემდგომში უკრაინაში ომის დაფინანსებას გაურთულებს.

როგორც Reuters იუწყება, ოქრო არის რუსული ცენტრალური ბანკის ყველაზე დიდი აქტივი. ყოველწლიურად რუსეთი აწარმოებს დაახლოებით 10% ოქროს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეორე ყველაზე დიდ მიმწოდებლად ითვლება. ქვეყნის ოქროს მარაგები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გასამმაგდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S