Accentnews.ge
უკრაინა რუსების მიერ სევეროდონეცკის აღების თაობაზე იუწყება

უკრაინა რუსების მიერ სევეროდონეცკის აღების თაობაზე იუწყება

26/06/2022 05:00:31 მსოფლიო

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, რუსებმა ქალაქი მთლიანად აიღეს.

მისი თქმით, ოკუპანტებმა უკვე დანიშნეს თავისი "კომენდანტი".

"ქალაქი ისეა დანგრეული, ხალხს გაუჭირდება ამ ყველაფერთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდება", - თქვა სტრიუკმა.

მოქალაქეებს ქალაქის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შეუძლიათ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S