Accentnews.ge
რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ!“ დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ!“ დასრულდა

24/06/2022 18:39:53 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ!“ დასრულდა.

აქციის ორგანიზატორებმა რამდენიმე მოთხოვნა დაასახელეს:

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა,

ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს.

„ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას“

3 ივლისამდე კარდაკარ ვივლით და ხალხს დავარწმუნებთ, სად სუფევს საქართველოს ხსნა. 3 ივლისს წამოვალ ყველა ქალაქიდან, ერთმანეთს შევუერთებთ ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ. დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ ოლიათია არ დაიშლება“,– განაცხადა ახლადდაფუძნებული სახალხო მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა.

პარლამენტის წინ მორიგი აქცია 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S