Accentnews.ge
ზელენსკი – რუსთაველზე შეკრებილებს: „უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!“

ზელენსკი – რუსთაველზე შეკრებილებს: „უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!“

24/06/2022 17:43:14 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მიმართა.

"„მინდა, დღეს ჩემი ყველამ გაიგოს – ჩვენ თავიუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა, ჩვენი ჭრილობა და ჩვენი გამარჯ ვება თითოეული მაგანის და ყოველი თქვენგანის გამარჯვება იქნება. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ — ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!

დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!

მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენ მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ",– თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აქციის მონაწლეებისთვის მიმართვა ასევე ჩაწერა უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ:

"საქართელო აუცილებლად იქნება ევროპაში. სწორედ ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც! უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S