Accentnews.ge
რუსთაველზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

რუსთაველზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

24/06/2022 16:12:24 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ იწყება. პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია გადაჭედილია. საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

24 ივნისს აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, კონკრეტული მოთხოვნები წაუყენონ ხელისუფლებას.

"რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა", - აცხადებენ "სირცხვილიაში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S