გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთს მთელი მსოფლიო მძევლად აჰყავს"
24/06/2022 15:46:27 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი რუსეთს შიმშილის ომის იარაღად შედნებულად გამოყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "მთელი მსოფლიო მძევლად ააჰყავს", აბრკოლებს რა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს. ამის შესახებ მან ბერლინში უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სასურსათო კრიზისთან დაკაშირებულ კონფერენციამდე – "გაერთიანება გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის"განაცხადა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრება.
როგორც განიმარტა, ღონისძიებაზე განიხილავენ ომის შედეგად გამოწვეულ მომარაგების დეფიციტს და მიზნად ისახავს "მსოფლიოში სურსათის მარაგის სტაბილიზაციას".
როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, უმთავრესი პრიორიტეტი სანდო სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაა, რათა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მოხდეს.
გერმანელი მინისტრის თქმით, საფრთხეს უქმნის 300 მილიონზე მეტ ადამიანს, ძირითადად უღარიბეს ქვეყნებში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების ზრდა ჯერ კიდევ რუსეთის შემოჭრამდე დაიწყო, მათ შორის კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის გამო, მაგრამ ომი "ამ ტალღას ცუნამად აქცევს." ბერბოკმა გაიხსენა, რომ რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, ბომბავს მარცვლეულის საცავებს და, გარდა ამისა, ადანაშაულებს სხვა ქვეყნებს არსებულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციიდან საკვების ექსპორტზე სანქციები არ არის დაწესებული.
გერმანელი მინისტრის შეფასებას დაეთანხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, რომელიც კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინული პორტების ბლოკადაზე, სადაც, შეფასებით, დაახლოებით 25 მილიონი ტონა მარცვლეული დაგროვდა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ბერლინში გამოსვლისას მსოფლიოში სურსათის მდგომარეობას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ უკვე 2022 წელს მთელ რიგ ქვეყნებში შესაძლოა შიმშილობა მოხდეს, 2023 წელს კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.


