აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა
24/06/2022 15:31:51 მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ (6 მომხრე - 3 წინააღმდეგი)გააუქმა 1973 წელს მიღებული Roe v. Wade-ის კანონი, რომლის მიხედვითაც აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული.
მედიის ცნობით, 1973 წელს ქალებს მიენიჭათ აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.
ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კონკრეტული შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.
ელიან, რომ კონსერვატიული შტატები აბორტზე დამატებით შეზღუდვებს დააწესებენ. 13–მა შტატმა „ტრიგერების“ კანონი უკვე მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ავტომატურად აკრძალავს აბორტს.


