
რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემა „C 500“ გამოსცადა
02/10/2019 10:29:11 სხვა, მსოფლიო
რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემა „C 500“ გამოსცადა. რუსული მედიის ინფორმაციით, სისტემის შემოწმების დროს გარკვეული პრობლემები გამოვლინდა, რომლის აღმოფხვრა სწრაფად მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „C 500“ -ის შემოწმების პროცესი უკვე დასრულებულია.
რუსეთი შეიარაღებაში „C 500“-ის მიღებას ოფიციალურად 2020 წელს გეგმავს.