Accentnews.ge
EBRD მოლდოვას გაზის რეზერვებისთვის 300 მლნ ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს

EBRD მოლდოვას გაზის რეზერვებისთვის 300 მლნ ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს

24/06/2022 14:53:59 მსოფლიო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას 300 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, რითაც კიშინიოვი უკრაინაში ომის გამო მიწოდების შესაძლო შეფერხების კომპენსირებას შეძლებს.

"სესხი დააფინანსებს მოლდოვაში დაგეგმილი 2022 წლის გაზის იმპორტის მეხუთედს, რომელიც შესაძლოა შეჩერდეს უკრაინაში ომის შედეგად", - ნათქვამია EBRD-ს განცხადებაში.

პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური მთავრობისთვის განკუთვნილი სესხი ორი ნაწილისგან შედგება - 200 მილიონი ევრო გათვალისწინებულია ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების თავიდან ასაცილებლად და კიდევ 100 მილიონი ევრო უკრაინაში ან რუმინეთში სტრატეგიული რეზერვის შესაქმნელად.

EBRD მოლდოვის რესპუბლიკის მსხვილი ინვესტორია და დღემდე ქვეყანაში 1,5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული სულ მცირე 154 პროექტში.

მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, იგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის მარაგზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S