Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

24/06/2022 15:01:36 საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საპატრიარქოს ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ კონცერტს თვითონაც დაესწრება.

„ამა წლის 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქალბატონი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, შეეხო თუ არა საუბარი ქვეყნის წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ღრმა პოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის კუთხით.

სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან სეხვედრის მცდელობა რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ სიტყვერი შეკამათება მოხდა პრეზიდენტსა და საპატრიარქოს პრეს–სამსახურის ხელმძრვანელს შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S