Accentnews.ge
"დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს, მათ შორის უკრაინის პორტების განბლოკვისკენ მოუწოდეს

"დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს, მათ შორის უკრაინის პორტების განბლოკვისკენ მოუწოდეს

24/06/2022 14:41:52 მსოფლიო

“დიდი შვიდეულის (G7)“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ და უკრაინის პორტების განბლოკვისკენ მოუწოდეს.

G7 აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საკვანძო ინფრასტრუქტურის ბლოკადებითა და დაბომბვით სასურსათო დაუცველობას ამწვავებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ G7-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მიმდინარე გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია და რომ მოსკოვი პასუხისმგებელია ამ საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთს უკრაინის ოდესის პორტი აქვს დაბლოკილი და უკრაინას მარცვლეულის პორტიდან გამოტანის საშუალებას არ აძლევს. მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული გლობალურ ბაზარზე ვერ აღწევს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S